Posts

მერვე დღე

დღეს ვიმუშავე დიფერენცირებაზე.კიდევ ერთხელ გადავხედე სასწავლო პროექტის შაბლონს და საქაღალდეს.შევიტანე ცვლილებები.განვიხილე შეფასების რუბრიკები და შევუსაბამე ჩემს საქაღდეს. სასწავლო პროცედურები განვიხილეთ ,საინტერესო და ინფორმაციით დატვირთული დღე იყო.მადლობა თეონას.

მეშვიდე დღე

დღეს  დავასრულე მოსწავლის სავარაუდო პროექტი power point-ში. ასევე ვიმუშავეთ პროექტის შეფასების დროის ჩარჩოზე ;სამივე ეტაპისათვის შევარჩიე მეთოდები და ინსტრუმენტები.

მეოთხე დღე

დღეს ვისწავლე  ბუკლეტის შაბლონის შევსება.მოვახდინე ჩასწორებები საშინაო დავალებაში.კიდევ ერთხელ გადავხედე შაბლონს სწორად განვსაზღვრე სასწავლო მიზნები და მიმართულების მიმცემი კითხვები დავხვეწე.

მესამე დღე

დღეს  შევისწავლე სასწავლო პროექტთან 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების   მორგება, ასევე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების წერა.შევეცადე მიღებული ცოდნა გამომეყენებინა ჩემი პროექტის შაბლონის შევსებაში.ვთვლი რომ დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერი იყო.მასალა ადვილად გასაგებად იყო მოწოდებული ტრენერის მიერ.

მეორე დღე

შევარჩიე პროექტის სათაური.დავწერე პროექტის მოკლე შინაარსი.გავეცანი სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონს,პორტფოლიოს შეფასების შაბლონს და 21 საუკუნის უნარ-ჩვევებს, ასევე გავაკეთე ბლოგი ტრენერის დახმარებით.ტრენერის მიერ მოწოდებული ინფორმაცია იყო ჩემთვის გასაგები,რაც დამეხმარება საშინაო დავალების შესრულებაში(პროექტის გეგმის შაბლონის ნაწილობრივი შევსება).