დღეს დავასრულე მოსწავლის სავარაუდო პროექტი power point-ში. ასევე ვიმუშავეთ პროექტის შეფასების დროის ჩარჩოზე ;სამივე ეტაპისათვის შევარჩიე მეთოდები და ინსტრუმენტები.
დღეს შევისწავლე სასწავლო პროექტთან 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების მორგება, ასევე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების წერა.შევეცადე მიღებული ცოდნა გამომეყენებინა ჩემი პროექტის შაბლონის შევსებაში.ვთვლი რომ დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერი იყო.მასალა ადვილად გასაგებად იყო მოწოდებული ტრენერის მიერ.
შევარჩიე პროექტის სათაური.დავწერე პროექტის მოკლე შინაარსი.გავეცანი სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონს,პორტფოლიოს შეფასების შაბლონს და 21 საუკუნის უნარ-ჩვევებს, ასევე გავაკეთე ბლოგი ტრენერის დახმარებით.ტრენერის მიერ მოწოდებული ინფორმაცია იყო ჩემთვის გასაგები,რაც დამეხმარება საშინაო დავალების შესრულებაში(პროექტის გეგმის შაბლონის ნაწილობრივი შევსება).
Comments
Post a Comment